ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა გრძელდება
24 ივლისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაბა ბაკურიანში ეცნობა.
მინისტრმა დაათვალიერა ბაკურიანში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების, რომელიც 3 პროექტად მიმდინარეობს და დაბის სრულ არეალს მოიცავს.
შენდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ქსელები, რომელთა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 15 ათასამდე ბენეფიციარი უწყვეტი წყალმომარაგებითა და სრულიად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
მოეწყობა რეზერვუარები, სატუმბი სადგურები და აღრიცხვის კვანძები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წყლის დებიტს.
პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 150 მილიონი ლარი მოხმარდება და მისი დასრულება 2026 წელს იგეგმება.
უახლოეს მომავალში კურორტზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაწყება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.